ფეხბურთი

22:16 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალექსის სანჩესი "იუვენტუსთან" არ ითამაშებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ალექსის სანჩესი ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ არ ითამაშებს. როგორც Sky Sports-ი იტყობინება, აღნიშნული ინფორმაცია მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ დაადასტურა.

"დასამალი არაფერია, ღია ვარჯიშზე ყველაფერს დაინახავთ. ალექსისი ხვალ არ ითამაშებს", - განუცხადა მოურინიომ ჟურნალისტებს.

მიზეზი უცნობია. თუმცა, ადრე იწერებოდა, რომ ჩილელს „ოლდ ტრაფორდის“ დატოვება სურდა. შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და „იუვენტუსს“ 23 ოქტომბერს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118107