ფეხბურთი

19:37 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კასპში უეფას II კატეგორიის სტადიონი აშენდება

23 ოქტომბერს, კასპში უეფას II კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ოფიციალურ ღონისძიებაში, რომლის დროსაც საძირკველში სპეციალური კაფსულა ჩაეშვება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კასპის სტადიონი უეფას II კატეგორიის სტანდარტებით აშენდება, დაიგება ხელოვნურსაფარიანი მოედანი, დამონტაჟდება ხელოვნური განათება და მოეწყობა 500 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135612