ფეხბურთი

16:58 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო იანვარში "იუვენტუსში" გადასვლას აპირებს

მადრიდის „რეალის“ მცველი მარსელო კლუბის დატოვებას ცდილობს. Tuttosport-ის ინფორმაციით, ბრაზილიელს ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სურს.

მარსელოს კვლავ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაში უნდა, რომელთანაც ახლო მეგობრობა აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ მადრიდელთა ხელმძღვანელობას მარსელოს განზრახვა არ მოსწონთ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელს „იუვენტუსთან“ ზაფხულშიც აკავშირებდნენ. მარსელო „რეალში“ 2007 წლიდან თამაშობს, ხოლო მიმდინარე სეზონში 6 თამაშში 1 გოლის გატანა მოახერხა.

0.103688