ფეხბურთი

15:42 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" მეორე ადგილი ატეიტის თასზე

ვილნიუსში ატეიტის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს დინამო თბილისი და დინამო კიევი შეხვდნენ. დაძაბული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და კიეველთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. საბოლოოდ კახა გოგოლაძის გუნდმა ატეიტის თასზე მონაწილე 36 გუნდში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლები მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ პატარა დინამოელებმა ფინალამდე ინგლისური ბათი 1:0 დაამარცხეს, ლატვიურ ალბერთს 2:1 მოუგეს, 1:0 აჯობეს ფინურ ჰიკს და უგოლოდ დაუზავდნენ ლატვიურ დინამოს. ნახევარფინალში თბილისელებმა ნორვეგიული ოსლო 3:0 დაჯაბნეს. ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველად ორგანიზატორებმა დინამოელი მიხეილ საჯაია გახდა.

დინამო თბილისი 0:2 დინამო კიევი

დინამო თბილისი: საური, ქელდიშვილი, გრიგალავა, ბენდიანიშვილი, პატარკაციშვილი, ფეიქრიშვილი, შაშიაშვილი, ბუბუტეიშვილი, ვარსიმაშვილი, თურქია, ნაჭყებია

შეცვლაზე შევიდნენ: ხელაშვილი, საჯაია, ბერელიძე, მამასახლისი

FCDINAMO.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114712