ჩოგბურთი

22:42 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე საფრანგეთში, დევიძე – აშშ-ში

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე საფრანგეთში იმყოფება და ძალებს პუატიეს 80-ათასიან ტურნირში მოსინჯავს. გორგოძე პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული და საწყის რაუნდში მასპინძელ მირტილ გეორგესს ეთამაშება.

ამერიკულ მაკონში ასევე 80-ათასიან ტურნირში ასპარეზობს სალომე დევიძე. ის კვალიფიკაციის საწყის წრეში მე-2 ნომრად განთესილ ყაზახ ანა დანილინას გაეჯიბრა და 6:2-ს უგებდა, როდესაც მეტოქემ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. მომდევნო ეტაპზე სალომე ამერიკელ სანაზ მარანდს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119489