კალათბურთი

14:00 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარიმ პირსს გადაასწრო

„გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელმა სტეფ კარიმ „ბოსტონის“ ლეგენდას პოლ პირსს გადაასწრო. „დენვერთან“ (98:100) წაგებულ მატჩში კარიმ 6 სამქულიანი ჩააგდო და ნბა-ს ისტორიაში 2145 სამქულიანი დაუგროვდა, ხოლო პირსს - 2143. ამ მაჩვენებლით კარი მეექვსე ადგილზეა. მეხუთეზე ჯამალ კროუფორდი, რომელიც მოქმედი კალათბურთელია 2153 სამქული აქვს ჩადებული.

ნბა-ს ისტორიაში საუკეთესო ტოპ 10 მსროლელი:

  1. რეი ალენი - 2973 - სამქულიანი
  2. რეჯი მილერი - 2560
  3. ჯეისონ ტერი - 2282
  4. კაილ კორვერი - 2214
  5. ჯამალ კროუფორდი - 2153
  6. სტეფ კარი - 2145
  7. პოლ პირსი 2143
  8. ვინს კარტერი 2110
  9. ჯეისონ კიდი - 1988
  10. ჯო ჯონსონი - 1978
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10103