სხვა

10:53 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

დაიწყო ჭაბუკთა ჩემპიონატი  

სენაკსა და თბილისში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში ჭაბუკთა შორის. შეჯიბრებაში 15 გუნდი მონაწილეობს, სამ ეტაპად გაიმართება და გამარჯვებული მაისში გამოვლინდება.

ამავე ასაკის გოგონათა ჩემპიონატისგან განსხვავებით დასავლეთისა და აღმოსავლეთი გუნდები ჯერ რეგიონალურ ჩემპიონებს გამოავლენენ. ეს ტურნირები ორკვირიანი პერიოდულობით გაიმართება - დეკემბერში დასრულდება პირველი წრე, ხოლო იანვარ - მარტში მეორეც გაიმართება. აპრილ-მაისში ორივე ლიგის 5-5 საუკეთესო გუნდი ერთმანეთში ითამაშებს ფინალური ოთხეულის გამოსავლენად, ხოლო ივლისში ამ ასაკის, 2002 წელსა და გვიან დაბადებულთა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი აქვს შვედეთში.

პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს 2018 წლის ჩემპიონმა, სამტრედიამ 38-16 მოუგო ხელვაჩაურს. ვერცხლის პრიზიორმა, აჭარის გუნდმა კი ორი პრინციპული თამაში მოიგო: 25-24 დაამარცხა ბათუმის შავი ზღვის ბიჭები და 22-15 - ფოთის ოქროს ვერძი. დასავლეთში მეორე ტური 3 ნოემბერს, ტყიბულში გაიმართება. აღმოსავლეთის ჩემპიონმა, პეგასმა 33-14 მოუგო ქარიშხალას. მომდევნო მატჩები 4 ნოემბერსაა თბილისში, სპორტკომპლექს არენაში.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.

ჭაბუკები, 17 წლამდე. დასავლეთი

20 ოქტომბერი, სენაკის სპორტის სასახლე. 5

ხელვაჩაური - წყალტუბო 30-5

ფოთი - აჭარა 15-22

ქუთაისი - წყალტუბო 31-3

სამტრედია - ხელვაჩაური 36-18

ბსბ ბათუმი - აჭარა 24-25

----------------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ

აჭარა----------2---2---0---0---47-39---4

ქუთაისი------1---1---0---0---31-3----2

სამტრედია---1---1---0---0---36-18---2

ხელვაჩაური--2---1---0---1---48-41---2

ბსბ ბათუმი---1---0---0---1---24-25---0

ფოთი---------1---0---0---1---15-22----0

წყალტუბო----2---0---0---2----8-61---0

3 ნოემბერი, ტყიბული

12:00 სამტრედია - ქუთაისი

13:00 ფოთი - ბსბ ბათუმი

14:00 სამტრედია - წყალტუბო

15:00 ხელვაჩაური - ბსბ ბათუმი

აღმოსავლეთი. 21 ოქტომბერი, არენა 2

პეგასი - ქარიშხალა 33-14

რუსთავი - გორი 19-17

ქარელი - ლაგოდეხი 10-0

ყვარელი - თელავი 21-8

ლაგოდეხი - პეგასი 0-10

ქარელი - რუსთავი 33-35

----------------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ

პეგასი---------2---2---0---0---43-14---4

რუსთავი-----2---2---0---0---54-50----4

ყვარელი------1---1---0---0---21-8----2

ქარელი--------2---1---0---1---43-35---2

გორი-----------1---0---0---1---17-19---0

თელავი-------1---0---0---1----8-21---0

ქარიშხალა----1---0---0---1---14-33---0

ლაგოდეხი----2---0---0---2----0-20---0

4 ნოემბერი, არენა 2

12:00 ქარელი - გორი

13:00 ქარიშხალა - ყვარელი

14:00 ქარელი - პეგასი

15:00 ლაგოდეხი - რუსთავი

16:00 თელავი - პეგასი

17:00 რუსთავი - ქარიშხალა

5-5 საუკეთესო გუნდი გადის მეორე ეტაპზე

0.114764