ჭიდაობა

22:22 | 21.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კენჭაძის ვერცხლი მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

კენჭაძე გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ზაურბეკ სიდაკოვს გაეჯიბრა და დრამატული მარცხი განიცადა. ავთომ მეტოქე ხალიჩიდან 2-ჯერ გაიყვანა და 2:0 დაწინაურდა, თუმცა, რუსმა ორქულიანი გდება მიითვალა, ანგარიში 2:2 გახადა და ჭიდაობის ბევრისთვის გაუგებარი ქულათა დათვლის პრინციპის გამო, გამარჯვებაც იზეიმა.
შეგახსენებთ, რომ კენჭაძემ ფინალის საგზური ევროპის მოქმედ ჩემპიონ სონერ დემირტაშთან (თურქეთი) ჭიდილში მოიპოვა, რომელსაც ჩვენებურმა 8:1 სძლია. მანამდე, ავთომ გზიდან აზიის მოქმედი ჩემპიონი – უზბეკი ბეკზოდ აბდურახმონოვი (12:12-ზე დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა), პოლონელი ანჯეი პიოტრ სოკალსკი (12:2) და აზერბაიჯანელი აბუბაკრ აბაკაროვი (5:2) ჩამოიცილა.

0.116155