ფეხბურთი

20:50 | 21.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" ძვირფასი ქულები გაანიავა

საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ძვირფასი ქულები დაკარგა „დინამომ“. კახა კაჭარავას გუნდმა თბილისურ დერბში „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 90 წუთის განმავლობაში ვერაფერი დააკლო. უგოლო ფრე, რაც ვინძლო „დინამოს“ ძვიად დაუჯდეს, რადგან სეზონი ნელ-ნელა ფინიშისკენ მიდის და „საბურთალოსთან“ ქულათა სხვაობა იზრდება...

29-ე ტურში ვერ მოქმედმა ჩემპიონმა მოიგო. „ტორპედომ“ „რუსთავს“ უმასპინძლა და ქულის გადარჩენისთვის მოუწია ბრძოლა. უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარი თვალსასეირო გამოდგა. ოთარ მარცვალაძის დრიბლინგის შედეგად, ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა ანგარიში და თავისიანები დააწინაურა. ქუთათურებმა თორნიკე კაპანაძის გოლით უპასუხეს, მაგრამ ორიოდ წუთში ბექა ქავთარაძემ გაისროლა შორიდან. კახა ჩხეტიანის გუნდმა მარცხისგან თავი მაინც დაიძვრინა. მსაჯის კომპენსირებულ დროში გრიგოლ დოლიძის გადაცემას მამუკა კობახიძე გამოემხაურა და ყოფილი გუნდის კარში ზუსტად დაარტყა - 2:2.

„ტორპედო“ ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის და კარგი შანსიც აქვს, რადგან უშუალო კონკურენტებთან შედარებით ერთი თამაში მარაგში აქვს.

„დინამო“ – „ლოკომოტივი“ 0:0 (0:0)

„ტორპედო“ – „რუსთავი“ 2:2 (0:0)

გოლები: 0:1 კვარაცხელია (56), 1:1 კაპანაძე (72), 1:2 ქავთარაძე (74), 2:2 კობახიძე (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.200038