ფეხბურთი

20:25 | 21.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე - ნეიმარზე პოპულარული

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევი კილიან მბაპე საფრანგეთში "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელებს შორის ყველაზე პოპულარულია. Odoxa-ს მიერ ჩატერებული გამოკითხვის შედეგად, რესპოდენტების 61%-მა პსჟ-დან ყველაზე პოპულარულ მოთამაშედ კილიანი დაასახელეს, მეორე ადგილზე ნეიმარი გავიდა (9%), ხოლო მესამეზე - ედინსონ კავანი (7%). აღნიშნული ინფორმაცია L`Equipe-მ გაავრცელა.

თებერვალში ანალოგიური გამოკითხვის შედეგად პირველ ადგილზე ბრაზილიის ნაკრების ლიდერი იყო 28 პროცენტით, ხოლო მბაპეს 23%-მა დაუჭირა მხარი. ზაფხულში 19 წლის ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და მიმდინარე სეზონსაც შედეგიანად ატარებს - 8 მატჩი, 11 გოლი, 4 საგოლე გადაცემა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104131