ფეხბურთი

15:50 | 21.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედი" მარსიალს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

"მანჩესტერ იუნაიტედი" ფრანგ ფეხბურთელს ანტონი მარსიალს ახალ გრძელვადიან კონტრაქტს შესთავაზებს. აღნიშნული ინფორმაცია Daily Mail-მა გაავრცელა. როგორც ინგლისური მედია იუწყება, 22 წლის შემტევი სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო უკმაყოფილოა და გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს, აქედან გამომდინარე "წითელი ეშმაკები" მის შენარჩუნებას შეეცდებიან.

მარსიალმა 20 ოქტომბერს ლონდონის "ჩელსისთან" შევედრაში დუბლი შეასრულა და ბოლოს ორი გოლის გატანა ერთ შეხვედრაში 2016 წელს "ვესტ ჰემთან" შეძლო. ჟოზე მოურინიო ფეხბურთელს ძირითადში იშვიათად აყენებს, "არისტოკრატებთან" მატჩში კი ფრანგმა ასპარეზობა პირველივე წუთებიდან დაიწყო და დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

მარსიალი ინგლისურმა კლუბმა 2015 წელს "მონაკოდან" დაიმატა და მას შემდეგ ჩატარებულ 144 საკლუბო შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა. ფრანგს "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე აქვსგაფორმებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110318