ავტოსპორტი

5:43 | 21.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი ისევ პოულზეა, ფეტელი სტარტს მეხუთედან აიღებს

ლუის ჰამილტონმა მსოფლიო ჩემპიონის მეხუთე ტიტულისკენ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა - ოსტინში, აშშ-ის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და რეალური შანსი აქვს, კვირასვე გაინაღდოს ჩემპიონობა.

ბრიტანელის შანსებს ის ფაქტიც ზრდის, რომ მთავარ კონკურენტ სებასტიან ფეტელს სტარტის მიღება მე-5 პოზიციიდან მოუწევს და არა მეორედან, რომელიც კვალიფიკაციაზე დაიკავა. ამის მიზეზი ისაა, რომ თავისუფალი პრაქტიკების დროს, წითელ ალმებზე სიჩქარე საკმარისად არ შეამცირა. მოკლედ, სტიუარდების მეტისმეტი სიმკაცრის გამო, „ფერარის“ გერმანელ პილოტს, ისედაც რთული საქმე კიდევ უფრო გაურთულდა.

პირველ რიგში ჰამილტონს გვერდს კიმი რაიკონენი დაუმშვენებს, რომელსაც კვალიფიკაციაზე მესამე დრო ჰქონდა. იმისათვის, რომ ოსტინშივე გახდეს ჩემპიონი, ჰამილტონმა ფეტელზე რვა ქულით მეტი უნდა აიღოს. სხვათა შორის, ფეტელმაც კვალიფიკაცია შესანიშნავად ჩაატარა და პოულის დროს მხოლოდ 0.061 წამით ჩამორჩა.

„ძალიან დაძაბული და მნიშვნელოვანი რბოლა იყო. ბოლო წრეზე რომ წავედით, ვიცოდი, რომ უშეღავათო ბრძოლა გვექნებოდა. კვალიფიკაციის ბოლო ნაწილში, ჩემი პირველი სწრაფი წრე კარგი იყო, მაგრამ პოულს ვერ მომაგებინებდა. მეორე ოდნვ უკეთესი გამოდგა“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისთვისაც ეს კარიერაში და ფ1-ის ისტორიაში სარეკორდო, 81-ე პოულ პოზიციაა (ამ სეზნში მეცხრე). საინტერესოა ისიც, რომ ჰამილტონმ ოსტინის ტრასის რეკორდული დროით მოიგო. მას აქ ბოლო ექვსი რბოლიდან ხუთი აქვს მოგებული (მათგან პირველი მაკლარენთან ერთად).

ფეტელმა განაცხადა, რომ გაკვირვებული დარჩა იმით, რომ მან და რაიკონენმა ჰამილტონისთვის რეალური კონკურენციის გაწევა შეძლეს. თუმცა რბოლის დასრულების შემდეგ, გუნდთან რადიოსაუბარისას, შედეგით უკმაყოფილება გამოთქვა.

აშშ-ის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:32.237
  2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:32.307
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:32.616
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:33.494
  5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:32.298
  6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი,ფორს ინდია) 1:34.145
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:34.215
  8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:34.250
  9. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1:34.420
  10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:34.594
  11. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:34.566
  12. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:34.732
  13. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:34.766
  14. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:35.294
  15. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1:35.362
  16. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:35.480
  17. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:35.536
  18. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:35.735
  19. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:34.850
  20. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1:35.206
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.151405