ფეხბურთი

1:47 | 21.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესისთვის "ელ კლასიკო" გამოირიცხა

კატალონიის „ბარსელონას“ ლიონელ მესი დაუშავდა. არგენტინელი ფეხბურთელი „სევილიასთან“ მატჩის 36-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა. როგორც გამოკვლევამ აჩვენა, ლეოს მარჯვენა ხელზე ძვლის მოტეხილობა აღენიშნება და რეაბილიტაციას სამი კვირა დასჭირდება.

შედეგად, ლეო „ელ კლასიკოში“ ვერ ითამაშებს, რომელიც ერთი კვირის შემდეგ „კამპ ნოუზე“ უნდა გაიმართოს. გარდა ამისა, მესი „ბარსელონას“ „ინტერთან“, „რაიო ვალეკანოსთან“ და „ბეტისთან“ დანამდვილებით ვერ დაეხმარება.

ამრიგად, ეს იქნება 2009 წლის შემდეგ პირველი „ელ კლასიკო“, რომელიც ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ჩაივლის...

რაც შეეხება „სევილიასთან“ შეხვედრას, „ბარსამ“4:2 მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ მესიმ მხოლოდ 26 წუთი ითამაშა, გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მაინც მოასწრო.

0.116501