ფეხბურთი

21:10 | 20.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს მე-400 გოლი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ "ჯენოასთან" მიმდინარე იტალიის ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩში ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა და ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 400 გოლის გატანა შეძლო.

რონალდუმ მადრიდის "რეალის" მაისურით ლა ლიგაში 311 გოლი გაიტანა, მანამდე კი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში 84-ჯერ გამოიჩინა თავი. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელი იტალიის ჩემპიონატში მეცხრე მატჩს ატარებს და უკვე მეხუთედ შეძლო გულშემატკივრების გახარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114866