ფეხბურთი

17:55 | 20.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სიონმა" "სამტრედიასთან" უპირატესობა განიმტკიცა

საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტური გრძელდება და დღეს ერთი თამაში გაიმართა. თბილისში, „სიონმა“ „სამტრედიას“ უმასპინძლა. შეხვედრა ძალიან პრინციპული იყო სატურნირო თვალსაზრისით, რადგან მატჩამდე ბოლნისელები იმერლებს მხოლოდ 3 ქულით უსწრებდნენ.

თამაშიც საინტერესო, დაძაბული და თვალსასეირო გამოდგა. საბოლოოდ, „სიონმა“ იძალა და მეტოქეს დამსახურებულადაც აჯობა. მასპინძლებმა დასაწყისშივე საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს. ჯერ კირკიტაძემ პენალტი ზუსტად დაარტყა, ხოლო ერთ წუთში ვეტერანმა ალექსანდრე კოშკაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და ულამაზესი გოლიც შეაგდო.

სტუმრებს ერთი ბურთის გაქვითა მალევე შეეძლოთ, მაგრამ მამასახლისის პენალტი თორნიკე ზარქუამ უკუაგდო. „სამტრედიამ“ მეორე ტაიმში მაინც გაიბრძოლა. ლაშა კუჭუხიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და დამაჯერებლად გაისარჯა. საერთოდ, მეორე ნახევარში გუნდები გოლებს ცვლიდნენ.

კუჭუხიძეს გოლს გოლითვე უპასუხა ვილი ისიანმა, ხოლო 8 წუთის შემდეგ, გიორგი ფანცულაიამ გაიტანა. ისევ პენალტი დაინიშნა,რ ომელიც იმერელთა შემტევმა გამოიყენა და თავისი გუნდი ბრძოლაში დააბრუნა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა დროებით. ისინია მეკარესთან პირისპირ დარჩა 79-ე წუტზე და გატანა არ გასჭირვებია - 4:2. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და „სიონმა“ ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რითაც წაგებების სერიაც დაასრულა.

ახლა, ბოლნისელებს 24 ქულით მერვე ადგილზე არიან, ხოლო „სამტრედიას“ 18 ქულა დარჩა და შესაბამისად, ისევ მეცხრე პოზიციაზე იმყოფება.

„სიონი“ – „სამტრედია“ 4:2 (2:0)

გოლები: 1:0 კირკიტაძე (8, პენ), 2:0 კოშკაძე (9), 2:1 კუჭუხიძე (54), 3:1 ისიანი (59), 3:2 ფანცულაია (65, პენ), 4:1 ისიანი (79)

0.111465