ფეხბურთი

13:03 | 20.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "მოხარული ვიქნები აზარი "მანჩესტერში თუ გადავა"

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა არცთუ დიდი ხნის წინ ჟოზე მოურინიო თბილად გაიხსენა და მასთან კიდევ ერთხელ მუშაობის სურვილიც გამოხატა.

პორტუგალიელიც არ ჩამორჩა ბელგიელს და კომპლიმენტებით აავსო:

„მოხარული ვიქნები, თუ აზარი „მანჩესტერში“ გადავა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ „ჩელსი“ მას გაყიდის.

შეხედეთ გასული წლების პრემიერლიგას, როდესაც აზარი საუკეთესო იყო, „ჩელსი“ ჩემპიონი ხდებოდა და ვფიქრობ, ედენი ახლაც საუკეთესოა. შესაბამისად, „ჩელსი“ საუკეთესოა. აზარს ნებისმიერი მატჩის ბედის შეცვლა შეუძლია“, - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 8 თამაშში 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი. დღეს კი, „ჩელსი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120385