ფეხბურთი

12:35 | 20.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

სალვატორე ბოკეტი: "მილანს" "სპარტაკი" მირჩევნია"

იტალიელი სალვატორე ბოკეტი მიიჩნევს, რომ მოსკოვის „სპარტაკს“ „მილანი“ ვერ შეედრება. ბოკეტიმ „სახალხო გუნდის“ ვებგერდისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა:

„სპარტაკის“ მაისურით ჩატარებული 100 თამაში, ეს განსაკუთრებულია. ზოგადად, „სპარტაკს“ ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, ვგრძნობ, რომ სახლში ვარ. იტალიაში სხვადასხვა გუნდებში მითამაშია, მაგრამ „სპარტაკი“ საუკეთესოა. „მილანსაც“ კი ვერ შევადარებ, რომელიც ასევე შესანიშნავი გუნდია. თუმცა, ჩემთვის „სპარტაკი“ უფრო მნიშვნელოვანია", - თქვა ბოკეტიმ.

აქვე გეტყვით, რომ 31 წლის სლავატორეს „ასკოლიში“, „ლანჩანოში“, „ფროზინონეში“, „ჯენოასა“ და „რუბინში“ უთამაშია. „სპარტაკის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს, ხოლო 2015 წელს, 6 თვით იჯარით „მილანში“ ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138321