ფეხბურთი

21:18 | 19.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯიჯის ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვესთან" თამაში არ უნდა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი Gazzetta Dello Sport-თან საუბარში ამბობს, რომ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ თამაში არ სურს. ლეგენდარული იტალიელი მიიჩნევს, რომ მისი ყოფილი კლუბი ჩემპიონთა ლიგის სამ ფავორიტს შორისაა და გამარჯვება მის გარეშეც შეუძლია.

„იუვე“? - არ მაქვს სინანული და იმედგაცრუება. მე და „იუვენტუსმა“ ერთად დიდი დრო გამოვიარეთ, დამშვიდობება სრულყოფილ დროს მოხდა. ყოველთვის ვგრძნობდი პრეზიდენტის, ჯონ ელკანის, თანაგუნდელების, ტიფოზების სიყვარულს. თუმცა, „იუვეს“ აღარ ვჭირდებოდი და გადავწყვიტე დასრულება, ფეხბურთის დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ ვგრძნობდი, რომ თამაში შემეძლო. მაგრამ ცხოვრება ზოგჯერ პრემიებს განიჭებს და პსჟ-სგან წინადადება მივიღე, რომელსაც ვჭირდებოდი. დავურეკე ანდრეა ანიელის და ვკითხე, რომელმაც მიპასუხა: დათანხდმი ჯიჯი, წარმატებებს გისურვებ!

ამ კვირაში იტალიაში ვიყავი, ტელეფონით ანდრეას ისევ ვესაუბრე (ანიელი - რედ) და მომცა ნებართვა, რომ სამი დღე კონტინასას ბაზაზე მევარჯიშა („იუვეს“ ბაზა).

მადრიდში, პსჟ - „იუვენტუსის“ ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე? - არა, რადგან არ მინდა, ჩემი სიხარული დაფუძნებული იყოს ჩემი ყოფილი თანაგუნდელებისა და ტიფოზების ცრემლებზე. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი ვიტირეთ და უფრო სრულყოფილ სიხარულს ვიმსახურებ. თუ „იუვესთან“ შეხვედრა გარდაუვალი იქნება, მირჩევნია, ეს ფინალამდე მოხდეს.

„იუვე“ ფავორტებშია? - რა თქმა უნდა, სამ ფავორიტს შორისაა. ჩემპიონთა ლიგაზე არ შეიძლება იყოს ერთი ფავორიტი.

აბსურდია ჩემპიონი „იუვეს“ წარმოდგენა ბუფონის გარეშე ან პირიქით? - უფრო აბსურდი მგონია ბუფონი „იუვენტუსის“ გარეშე, რადგან „იუვენტუსის“ ისტორია გაცილებით დიდია, ვიდრე მე ვარ. შესაბამისად, ბუფონის გარეშე გამარჯვებაც შეუძლია“, - განაცხადა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსის“ ღირსებას 2001-2018 წლებში იცავდა, ხოლო გასულ ზაფხულს საფრანგეთში გადაბაგრდა და კარიერას პსჟ-ში აგრძელებს.

0.112599