ფეხბურთი

15:49 | 19.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: „არ ვეთანხმები მარადონას. მესი ნაღდი ლიდერია“

„ბარსელონას“ ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი ყატარული „ალ სადის“ შუახაზელი, ჩავი ერნანდესი არ დაეთანხმა ლეგენდარულ დიეგო მარადონას, რომელმაც ცოტა ხნის წინათ თქვა, მესი ლიდერი ვერ გახდა. რბილი ხასიათი აქვსო.

„არ ვეთანხმები მარადონას. მესი ნაღდი ლიდერია. გასახდელში ის შეიძლება წყნარი იყოს, მაგრამ მინდოირზე აბსოლუტური ლიდერია - ყოველთვის ითხოვს ბურთს, გთავაზობს საკუთარ თავს, გამოწვევების არასოდეს ეშინია.

საერთოდ, არ მომწონს, როცა ყოფილი ფეხბურთელები კოლეგებს აკრიტიკებენ. მხოლოდ მარადონას არ ვგულისხმობ.“ - უთხრა ჩავიმ ესპანურ AS-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112089