ფეხბურთი

2:22 | 19.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოლ სქოულზი: "პოგბას "იუვენტუსში" აკონტროლებდნენ, "მანჩესტერში" - არა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ფეხბურთელი პოლ სქოულზი პოლ პოგბას შესახებ იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ფრანგს ხშირად აკრიტიკებენ.

პოლი მიიჩნევს, რომ ფრანგი „იუვენტუსში“ კონტროლის ქვეშ იყო, რადგან შესანიშნავი თანაგუნდელები ჰყავდა, ხოლო „იუნაიტედში“ ასე არაა:

„პოგბას შეუძლია განსაკუთრებული რამ გააკეთოს - შესანიშნავი პასი, საოცარი ფინტი ან დრიბლინგი. თუმცა, 5 წუთის შემდეგ შეცდომას უშვებს, თითქოს მისი ტვინი გათიშულია, რადგან უკვე აჩვენა ყველას, თუ რამდენად მაგარია.

ეს „იუვენტუსში“ არ ხდებოდა, რადგან ის გუნდში პატარა თევზი იყო, რომელსაც გვერდით ისეთი ქარიზმატული და გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავდა, როგორებც ბუფონი, პირლო, ბონუჩი, კიელინი და მარკიზიო არიან.

ის გუნდი ძალიან მიყვარდა. განსაკუთრებით პირლო და მისი მშვიდი თამაში. პოგბა იყო დიდი ჯგუფის ნაწილი, მაგრამ მივიდა „იუნაიტედში“, სადაც არავინ აკონტროლებს ისე, როგორც „იუვეში“.

რონალდუ თუ მესი? - რონალდუ ძლიერია, დიდი ძალაუფლების ფეხბურთელია და ნამდვილი ბომბარდირი. თუმცა, მესის საფეხბურთო თვისებები ყველაფერზე მეტყველებენ“, - განაცხადა სქოულზმა ESPN-თან საუბარში.

0.112834