ფეხბურთი

18:40 | 18.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

იკარდი "ინტერში" ბედნიერია

მაურო იკარდი „ინტერის“ დატოვებას არ აპირებს. როგორც ფეხბურთელმა იტალიურ მედიას განუცხადა, „ნერაძურის“ რიგებში ბედნიერია და ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს.

„ინტერში“ ბედნიერი ვარ. ზაფხულში რამდენიმე გუნდი დამიკავშირდა, მაგრამ დარჩენა გადავწყვიტე. ასე ჩემი ოჯახისთვის უკეთესია, რადგან „ინტერი“ ჩემი სახლია. არ შემეძლო წასვლა იმიტომ, რომ „ინტერთან“ ერთა ცემპიონთა ლიგაზე თამაში მსურდა.

ახალი კონტრაქტი? - დარწმუნებული არ ვარ, რომ შობამდე შევთანხმდებით ყველა დეტალზე, მაგრამ ვეცდებით, რომ ეს გავაკეთოთ“, - აღნიშნა არგენტინელმა.

მაურო იკარდის მილანურ გრანდთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მაურომ 8 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123846