ფეხბურთი

12:26 | 18.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

იკარდიმ „ინტერს“ დაუთმო

მილანის „ინტერის“ კაპიტანი, მაურო იკარდი, კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს აგრძელებს

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, თავიდან ფეხბურთელის მეუღლე და ამავდროულად აგენტი, ვანდა ნარა, ქმრისთვის ჯამაგირად წელიწადში 8 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა კლუბს 6,3 მილიონზე მეტის გადახდა არ შეეძლო, ფეარ პლეის სავარაუდო ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით.

გამოცემის ინფორმაციით, იკარდიმ გადაწყვიტა კლუბის შეთავაზებულ პირობებს დათანხმდეს. სავარაუდოდ, მხარეები მოლაპარაკების მაგიდას საბოლოოდ 21 ოქტომბერს, მილანური დერბის დამთავრების შემდეგ მიუსხდებაან.

შეგახსენებთ, რომ იკარდის „ინტერთან“ ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს. მოლაპარაკებები კი ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113384