ფეხბურთი

11:22 | 18.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ ლიდერებს გუნდში პოგბას ხილვა სურთ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის, პოლ პოგბას, გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსთან გართულებული ურთიერთობის შესახებ დიდი ხანია ცნობილია. ამისდაკვალად, გამორიცხული არ არის, ფრანგი სხვა კლუბში გადავიდეს.

მაგალითად, Daily Mail-ის ცნობით, საკუთარ გუნდში სურთ მისი ხილვა „ბარსელონას“ ლიდერებს, ლიონელ მესისა და ჟერარ პიკეს. ასევე თანამემამულე უსმან დემბელეს და სამუელ უმტიტის, რომლებთან ერთადაც პოგბა ამ ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ფრანგის გადაბირება, თურმე „ბარსას“ დამრიგებელ ერნესტო ვალვერდესაც სდომებია.

თუმცა, კატალონიური კლუბის სელექციონერები არ არიან დარწმუნებული, რომ პოგბა „ბარსას“ სტილს შეეფერება. მათ მიაჩნიათ, რომ მინდვრის შუაში გუნდს უფრო ისეთი მოთამაშე გამოადგება, რომელსაც ბურთის დაჭერა მეტად შეუძლია.

თუ მოლაპარაკება დაიწყო, „მანჩესტერი“ პოგბაში ალბათ იმდენივეს მოითხოვს, რამდენიც „იუვენტუსს“ გადაუხადა 2016-ში, ანუ დაახლოებით 100 მილიონ ევროს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118765