ფეხბურთი

16:54 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" გასულ წელს რეკორდული ზარალი მიიღო

იტალიურმა „მილანმა“ 2017-2018 წლებში დიდი ფინანსური ზარალი მიიღო. კლუბის ოფიციალურ დასკვნაში ნათქვამია, რომ გასულ წელთან შედარებით ფინანსური დავალიანება 53 მილიონი ევროთი გაიზარდა და 126 მილიონ ევროს შეადგენს, რაც „როსო-ნერის“ ისტორიაში რეკორდულია.

ზოგადად ბოლო 14 წლის განმავლობაში „მილანის“ დანაკარგი 730 მილიონ ევროზე მეტია.

2017 წლის ზაფხულზე ტრანსფერებში დახარჯულმა თანხამ 200 მილიონი ევრო შეადგინა, რომლის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გადახდილი.

რაც შეეხება მილანის მთავარ მეტოქეს, „ინტერის“ გასული წლის ფინანსური დავალიანება, მხოლოდ 18 მილიონ ევროს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11237