ფეხბურთი

9:52 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი ფრანგ მეგოლეთა ისტორიულ ათეულში შევიდა

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა, წუხელ ერთა A ლიგის პირველი ჯგუფის მესამე ტურის მატჩში გერმანიის ეროვნულ გუნდს (2:1) ორი გოლი გაუტანა და „სამფეროვანთა“ ყველა დროის მეგოლეთა ათეულში შევიდა. ახლა მას 26 გოლი მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით სილვენ ვილტორს დაეწია.

27 წლის გრიზმანს ათეულში მოსახვედრად ნაკრებში 65 მატჩის ჩატარება დასჭირდა. მისი უახლოესი კონკურენტი 27-გოლიანი კარიმ ბენზემაა, რომელიც დიდი ხანია ნაკრებში აღარ გამოუძახიათ.

მეგოლეთა სია კი ასეთია:

  1. ტიერი ანრი - 51 გოლი,
  2. მიშელ პლატინი - 41
  3. დავიდ ტრეზეგე - 34
  4. ოლივიე ჟირუ - 32
  5. ზინედინ ზიდანი - 31

6-7. ჟიუსტ ფონტენი და ჟან-პიერ პაპენი - 30

8.იური ჯორკაეფი - 28

9.კარიმ ბენზემა - 27

10-11. სილვენ ვილტორი და ანტუან გრიზმანი - 26

0.131005