ფეხბურთი

1:57 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მიქსუ პაატელაინენი: "სწორედ ის ფეხბურთი მიყვარს, რომელსაც საქართველო თამაშობს"

ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიქსუ პაატელაინენი მიიჩნევს, რომ მის გუნდსა და საქართველოს შორის დიდი სხვაობაა.

როგორც ფინელმა განაცხადა, უყვარს ის ფეხბურთი, რომელიც რიგაში მეტოქემ აჩვენა:

„კლასში ძალიან დიდი სხვაობა იყო, ეს ნათელია. საქართველოს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც ერთი შეხებით თამაში არ უჭირთ და შესაძლებლობისთანავე საგოლე მომენტებს ქმნიან. ზუსტად ასეთი ფეხბურთი მიყვარს! შუახაზში ცუდად ვითამაშეთ, პირველი-ორი გოლი შეცდომებით გავუშვით, მესამე - კონტრშეტევაზე.

ეს მტკივნეული საღამო იყო, მაგრამ პოზიტიური ძვრებიც ჩანს. დავინახე, რომ გუნდი უფრო სწრაფად მოქმედებს. რა თქმა უნდა, არ ვართ ახლოს იმასთან, რაც გვინდა, მაგრამ პროგრესია თამაშიდან თამაშამდე“, - განაცხადა პაატელაინენმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალის საგზური D დივიზიონიდან პირველმა მოიპოვა. „ჯვაროსნები“ ქვეჯგუფს ოთხი ტურის შემდეგ 12 ქულით ლიდერობენ, 9 გოლი გაიტანეს და არცერთი არ გაუშვიათ.

0.135212