ფეხბურთი

1:36 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ეს ყველას დამსახურებაა, თუმცა წინ მნიშვნელოვანი მატჩებია"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლატვიასთან (3:0) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით ეს გამარჯვება საერთო მუშაობის შედეგია.

თუმცა, ვაისი მიიჩნევს, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა და დარჩენილი მატჩებიც მოსაგებია:

„ბედნიერი ვარ, ბედნიერია ქართველი ხალხი, ბიჭები, ხელმძღვანელობა. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას ნდობისთვის. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და სამუშაო ჯერ კიდევ გვაქვს.

შანსი გვაქვს გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ახლა ჯგუფში მაქსიმალური ქულები უნდა მოვიპოვოთ დარჩენილ ორ მატჩში. ვინაიდან, დივიზიონის გამარჯვებული შესარჩევი ეტაპის მეოთხე კალათაში მოხვდება. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ.

როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, ზოგჯერ კითხვებზე პასუხის გაცემა ადვილი სულაც არ იყო, მაგრამ ჟურნალისტების, გულშემატკივრების გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობდი. ქართველებს ფეხბურთი ძალიან უყვართ. ჩვენ კი, სამუშაო ჯერ კიდევ გვაქვს და წინ მხოლოდ პატარა ნაბიჯი გადავდგით.

ჩაკვეტაძე? - საოცარი პრგორესი აქვს, აქამდე ასეთი არასდროს მინახავს. კარგი იქნება თუ სხვა ნიჭიერი ფეხბურთელებიც მიბაძავენ. ჩვენ თუ გვეყოლება 10 ჩაკვეტაძე, 10 კანკავა და 10 კაშია, ძალიან დიდ შედეგებს მივაღწევთ", - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონის პირველ ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. შესაბამისად, 2020 წლის მარტში ნახევარფინალში ითამაშებს. იქამდე, კი სხვა მნიშვნელოვანი თამაშები ელოდება. უახლოესი ზუსტად ერთი თვის თავზე, სტუმრად ანდორასთან.

0.132973