სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:45 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო!!!
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ოთხიდან ოთხი მოგება, არცერთი გაშვებული გოლი, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე დაბევებული ნახევარფინალის საგზური, დამდეგ ერთა ლიგაზე ადგილი C დივიზიონში და D დივიზიონში საუკეთესო შედეგი - ეს საქართველოს ნაკრების შედეგებია.

ვაისს დავესესხოთ და არ ვთამაშობთ ესპანეთის, ინგლისის ან იტალიის წინააღმდეგ, მაგრამ უეფამ საჩუქარს ხომ ვირგებთ?! ვირგებთ და თან როგორ... საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ყველაზე დაბალ დივიზიონში ცალსახად გამორჩეულია და მეტოქეებს ისე უგებს, კითხვის ნიშნებს არც ტოვებს.

რიგაში, დაუგავა არენაზე ძალიან დიდი იყო კლასში სხვაობა. „ჯვაროსნებმა“ ლატვიის ნაკრები ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და დამსახურებულად მოიპოვეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება.

ვაისმა წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა და ეს გასაგებიც იყო. ჯერ ერთი, რომ საჭიროების შემთხვევაში სხვა ფეხბურთელებიც მზად უნდა იყვნენ და მეორეც, თავის გამოჩენა ყველას სურს. ცვლილებებმა გაამართლა. ყოველ შემთხვევაში ამით არაფერი გაფუჭებულა. მეტიც, შეიძლება ითქვას, ყველაზე მარტივი გამარჯვება მიმდინარე ტურნირზე სწორედ რიგაში შედგა. ყველაფერი მატჩის პირველ ტაიმში გადაწყდა. წინ გასვლა მალევე შეგვეძლო, გიორგი მერებაშვილის ჩაოწდება მასპინძელთა მცველის ხელმა შეაჩერა და პენალტი დაინიშნა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად ვაკო ყაზაიშვილმა ვერ აქცია, ანდრის ვანინსმა აჯობა.

თუმცა, გოლამდე დიდი ხნის ლოდინი არ დაგვჭირდა. მერვე წუთზე ჯაბა კანკავამ საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით გაისროლა. ზუსტადაც, რომ გაისროლა! „ჯვაროსნების“ კაპიტანმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა და რიგაში ანგარიშიც გახსნა. გოლი მართლაც შესაშური გამოდგა.

საქართველოს ნაკრები არც მერე მოდუნებულა და როცა ტემპს უმატებდა, მეტოქეს პრობლემებს უქმნიდა. შედეგად, 29-ე წუთზე მეორე გოლიც გავიტანეთ. გიორგი ჩაკვეტაძე უბრალოდ ფანატსტიკური იყო მარცხენა ფლანგზე, ლატვიელი მცველები ვერაფერს გახდნენ და გიორგიმაც ჩინებული პასით მეკარეს ვაკო გვილია შეატოვა. ვაკოც არ დაბნეულა და ფეხებშუა გაუძვრინა ბურთი ლატვიელთა კიპერსა და კაპიტანს. მოკლედ, აქ ყველაფერი გადაწყდა. თუმცა, მეორე ტაიმშიც გავიტანეთ გოლი და ისევ ჩაკვეტაძე იყო დიდებული. მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა, ორი მცველი გააბითურა და აუღელვებლად შეაგდო.

საქართველომ მოიგო, მოიგო ისევ მშრალად შეინახა კარი და მოკლედ, ნახევარფინალისკენ სრული სვლით მიიწევს.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა ბოლო 17 მატჩიდან 10 მოიგო, 4 ფრე ითამაშა და მხოლოდ სამჯერ დამარცხდა. ხსენებული 10 გამარჯვება კი ვაისის გუნდმა ისე მოახერხა, რომ გოლი არ გაუშვია! ჩინებული შედეგია, ბევრისთვის სანატრელიც...

საქართველოს ნაკრებს უკვე 12 ქულა აქვს და ჯგუფში სხვებისთვის მიუწვდომელია. ერთიც, თითქმის გავინაღდეთ ჩვეულებრივი შესარჩევ ციკლის წილისყრისთვის მეოთხე კალათაში ყოფნა, რადგან D დივიზიონის ჯგუფურ ეტაპს სწორედ „ჯვაროსნები“ დაასრულებენ საუკეთესო შედეგით. ყოველშემთხვევაში მეოთხე ტურისთვის ყველა ნაკრებს ქულები დაკარგული აქვს, ოდენ საქართველოა 100%-იანი შედეგით! თანაც, ნახევარფინალში თბილისში თამაშის უფლებაც ამაზე იქნება დამოკიდებული და საქმე ჩვენთვის სასიკეთოდ მიდის...

ჰო, და კიდევ - საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო მიჯრით ოთხი თამაში! შესაბამისად, ისტორია უკვე დაწერილია.

ახლა წინ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი მატჩია. ორივე ნოემბერში, ჯერ ანდორასთან სტუმრად და მერე თბილისში, ყაზახეთთან.

ლატვია - საქართველო 0:3 (0:2)

რიგა, „დაუგავა სტადიონი“

ლატვია (4-3-1-2): ვანინსი; ზულევსი, იაგოდინსკი, დუბრა, მაქსიმენკო; ფერტოვსი (ისაიევსი 46), ტარასოვსი, ციგანიკსი; რაკელსი; კარასაუკსი (იკაუნიეკსი 70), გუტკოვსკისი (საბალა 70)

მწვრთნელი: მიქსუ პაატელაინენი

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, დვალი; კვეკვესკირი, კანკავა (აბურჯანია 34); მერებაშვილი (ჯიღაური 80), გვილია, ჩაკვეტაძე (ზარანდია 89); ყაზაიშვილი

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლები: 0:1 კანკავა (8), 0:2 გვილია (29), 0:3 ჩაკვეტაძე (61)

გაფრთხილება: გუტკოვსკისი (46)

გამოუყენებელი პენალტი: ყაზაიშვილი (5, მეკარე)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 12 (8) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: პეტრ არდელეანუ (ჩეხეთი)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.108075
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X