თამაშგარე

20:15 | 16.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნურგულ ეშილჩაი თანამემემულე ფეხბურთელებმა გაანაწყენეს

ჩვენს მეზობელ თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და საყოველთაოდ საყვარელი მსახიობი ქალი, ნურგულ ეშილჩაი თურქული სერიალების მოყვარულმა ქართველებმაც ალბათ ძალიან კარგად იციან. ყოველ შემთხვევაში, ოსმალეთში ამბობენ, რომ ამ ქალის დარი ლამაზი და ცნობადი ვინმე ჯერ არ გვყოლიაო.

ნურგულ ეშილჩაის სიტყვასა და აზრს თურქულ საზოგადოებაში დიდი ძალა ჰქონია და არავის გაკვირვებია ის, რომ ცოტა ხნის წინ 42 წლის მოყრილი ქალბატონი ნურგული თურქეთის საფეხბურთო ნაკრებზე განაწყენებულა. როგორც იცით, თურქები საქართველოს ნაკრებისთვის მშვენივრად დაწყებულ ერთა ლიგაზე არც ისე კარგად გამოდიან.

თურქეთის ნაკრების რუსებთან უშანსო დამარცხებამ მთელს თურქეთში დიდი გულისწყრომა გამოიწვია. ნურგულ ეშილჩაიც მათთაგანია,რომლებიც თურქი ფეხბურთელების უხერხემლობამ ძალიან გააბრაზა. თურქებს იმედი ჰქონდათ, რომ დიდი ხნის შემდეგ კვლავ შეძლებდნენ დიდი საფეხბურთო ფორუმის საგზურის მოპოვებას, მაგრამ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112276