ფეხბურთი

17:10 | 16.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე განიხილება

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისის სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატია. მას მერე, რაც სლოვაკთა მთავარი გუნდი იან კოზაკის გადადგომის შემდეგ უმწვრთნელოდ დარჩა, მისი შემცვლელის შესახებ დაიწყეს საუბარი.

გამოცემა Sport.sme.sk აზრით, ვაისი შესაძლო სამ კანდიდატს შორისაა. თუმცა, ფავორიტი პაველ ჰაპალი გახლავთ.

შეგახსენებთ, სლოვაკეთის ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგ სწორედ ვაისთან ერთად დააფიქსირა, როდესაც 2010 წლის მუნდიალზე მერვედფინალში ითამაშა.

ვაისი "ჯვაროსნებში" 2016 წლიდან მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ ყაზახეთის ნაკრებს უკავშირებდნენ, მაგრამ სლოვაკმა საქართველოს ნაკრებში დარჩენა ამჯობინა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ დღეს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის ეგიდით რიგაში ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.148011