ფეხბურთი

9:02 | 16.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაჰიმ სტერლინგი: „ინგლისმა საკუთარი სიძლიერე იგრძნო“

ერთა A ლიგის მე-4 ტურში ესპანელების დამარცხების შემდეგ (3:2), „მანჩესტერ სიტისა“ ინგლისის ნაკრების შემტევმა, დუბლის ავტორმა, რაჰიმ სტერლინგმა, BBC-ს უთხრა: „ფანტასტიკური საღამო იყო. ინგლისმა საკუთარი სიძლიერე იგრძნო. ბევრი ვიბრძოლეთ და მივხვდით, რომ სწორი გზით მივდივართ.

ჩემი გოლები? წნეხის ქვეშ ვიყავი, რადგან ნაკრებში კარგა ხანია არ გამეტანა. ახლა კი უბედნიერესი ადამიანი ვარ. მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11354