ფეხბურთი

20:00 | 15.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩი: "სიამოვნებით ვითამაშებდი ზიდანთან ერთად"

მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი „ოქროს ბურთის“ მოგების ფავორიტია. ხორვატმა უკვე გაიმარჯვა ფიფას ვერსიით, ახლა ჯერ France Football-ზეა.

მიუხედავად ამისა, ლუკა თავს საუკეთესოდ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ კრიშტიანუ რონალდუ ყველა დანარჩენებზე გაცილებით მაღლა დგას:

„რონალდუ ფეხბურთის სხვა სიმაღლეზეა და ნორმალურია, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში იმყოფება. გაცილებით მაღალ დონეზე დგას, ვიდრე სხვა ფეხბურთელები.

რა თქმა უნდა, გასული სეზონი ჩემს კარიერაში გამორჩეული იყო და იმედია, ასევე გავაგრძელებ.

სიამოვნებით ვითამაშებდი ბობანთან ერთად, რომელიც ჩემი თანამემამულე კუმირია, შემდეგ კი ზიდანთან ერთად. გამიმართლა, რომ „რეალში“ ჩემს საუკეთესო პერიოდში ჩვენი მწვრთნელი იყო. როდესაც ვარჯიშებზე ერთად ვთამაშობდით, ის შთამბეჭდავი იყო.

მბაპე საოცრად ნიჭიერია. მახსოვს, შუბაშიჩი მეუბნებოდა (მბაპეს თანაგუნდელი „მონაკოდან“ - რედ): "დარწმუნებული ვარ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება". მან უბრალოდ პროგრესი უნდა გააგრძლოს“, - განუცხადა მოდრიჩმა France Football-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11948