ფეხბურთი

18:30 | 15.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" კუტრონეს გაუხანგრძლივა

იტალიურმა „მილანმა“ პატრიკ კუტრონეს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც „როსონერის“ ვებგვერდი იტყობინება, ახალგაზრდა ფორვარდი „სან სიროზე“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ძველი ხელშეკრულება იტალიელს 2021 წელს ეწურებოდა, ხოლო განახლებული ხელშეკრულების თანახმად სეზონში მილიონ ევროზე ონდავ მეტს მიიღებს.

20 წლის პატრიკ კუტრონე „მილანის“ აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში დებიუტი 2017 წელს ჰქონდა. შავ-წითელთა რიგებში ნიჭიერმა ფორვარდმა დღემდე 53 მატჩში 21 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112197