სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

9:44 | 15.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

15 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1968.დაიბადა დიდიე დეშამი. საფრანგეთის ნაკრების (1989-2000), “მარსელის” (1989-90, 1991-94), “ბორდოს” (1990-91), “იუვენტუსის” (1994-99), “ჩელსის” (1999-2000), “ვალენსიას” (2000-01) ნახევარმცველი. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი. ევროპის 2000 წლის ჩემპიონი. ევროპის 1992 და 1996 წლების ჩემპიონატების მონაწილე. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. იყო ნაკრების კაპიტანი. 1993 და 1996 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. 1996 წელს დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასსა და ევროპის სუპერთასს. საფრანგეთის ჩემპიონი (1991, 1992). იტალიის ჩემპიონი (1995, 1997, 1998). იტალიის სუპერთასისა (1995, 1997) და თასის მფლობელი (1995). 2000 წელს მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. საფრანგეთის, იტალიის, ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონატებში ჩაატარა 425 მატჩი, გაიტანა 17 გოლი. წვრთნიდა “მონაკოს”, “იუვენტუსს”, “მარსელს”. ამჟამად საფრანგეთის ნაკრების დამრიგებელია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1910 - სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი, სტენლი კეტჩელი (“შუაღამის მკვლელი”) ჩხუბის დროს, პისტოლეტით მოკლეს.

1935 - დაარსდა ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბი “სენტ ლუის იგლზი”.

1945 - ბეისბოლის ეროვნული ლიგის ჩემპიონატის მატჩებზე დასწრებამ სარეკორდო ნიშნულს, 10 მილიონ 248 ათასს მიაღწია. ყველაზე დიდი აუდიტორია “ტაიგერსს” ჰყავდა (მილიონ 280 ათასი).

1946 - თბილისის “დინამომ” საკავშირო თასის ნახევარფინალში მოსკოვში, ადგილობრივ “ტორპედოს” 2:1 მოუგო და ფინალში გავიდა. “დინამოელთაგან” გოლები ვიქტორ ბერეჟნოიმ და ვიქტორ პანიუკოვმა გაიტანეს.

1956 - საბჭოთა მძლეოსანმა პიოტრ ბოლოტნიკოვმა 10 კილომეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (28:42.8).

1964 - ინგლისელმა კრეიგ ბრიდლოვმა ავტომობილით სიჩქარის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (846.97 კმ/სთ).

1972 - დევისის თასის 61-ე გათამაშების ფინალში, აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა რუმინეთის ნაკრებს 3:2 მოუგო. მატჩი ბუქარესტში ჩატარდა.

1977 - ბრიტანელმა მძლეოსანმა დონ რიჩიმ 100 მილზე სირბილში მსოფლიოს რეკოდრი დაამყარა (11:30.51).

1983 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბების, “ჩიკაგო ბლექ ჰოუკსისა” და “ტორონტო მეიფლ ლივზის” მატჩის მსვლელობისას, 84 წამის განმავლობაში მეტოქეებმა 5 შაიბა გაიტანეს.

1989 - ნიუ იორკის სასამართლომ მაიკ ტაისონს, მიჩ გრინის სასარგებლოდ 45 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა. ამისი მიზეზი 1988 წელს ამ ორ ადამიანს შორის ქუჩაში მომხდარი ჩხუბი გახლდათ.

1996 - თბილისის “დინამომ” უეფას თასის მეთექვსმეტედფინალის პირველ მატჩში პორტუს “ბოავიშტას” 1:0 მოუგო. გოლი პენალტით კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანა. “დინამო”: ზოიძე, კალაძე, ლობჟანიძე, ჯელაძე, მაჭავარიანი (კერძევაძე), გოგიჩაიშვილი, კიკნაძე (ინალიშვილი), ჯამარაული, კობიაშვილი, ჩხაიძე, იაშვილი (დემეტრაძე). გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა.

1997 - უეინ გრეცკიმ ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩებში გატანილი შაიბების რაოდენობით ლეგენდარულ გორდი ჰოუს გაასწრო და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

2008 - მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთისას 0:0 დაუზავდა. შეხვედრა თბილისში ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდა და მას 40 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველო: ლომაია, ლობჟანიძე, სალუქვაძე, კვახაძე, შაშიაშვილი, რაზმაძე, მენთეშაშვილი, კობიაშვილი, გოცირიძე (ოდიკაძე 84), იაშვილი (მერებაშვილი 70), მჭედლიძე (სირაძე 32). გუნდს ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა.

2010 - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ამირან პაპინაშვილმა როტერდამის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა.

2011 - პანამაში მიმდინარე ბეისბოლისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჰოლანდიამ კუბას 2:1 მოუგო. 1038 წლიდან მოყოლებული ჰოლანდია პირველი ევროპული ნაკრები გახდა, რომელმაც მსოფლიოს პირველობაზე იმარჯვა. 1938-ში ჩემპიონი დიდი ბრიტანეთი გახდა.

2013 - ესპანეთი-საქართველო 2:0. მატჩი ალბასეტეში ჩატარდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა.

2013 - "სარაგოსამ" ევროთასებზე პირველი მატჩი ჩაატარა. ბელგიის ”მონსთან” ევროთასის შეხვედრაში სარაგოსელებს პირველი ქულები ვიქტორ სანიკიძემ მოუტანა. გიორგიშერმადინმაპირველიორმაგიდუბლი მიითვალა - 10 ქულა, 10 მოხსნა. ”სარაგოსა”-”მონსი” 73:56.

ამ დღეს დაიბადნენ

1859 - ჯონ სალივანი. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი (1882-92).

1926 - სვენ აკსბომი. შვეციის საფეხბურთო ნაკრების მცველი. მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. შვეციის ნაკრებში ჩაატარა 31 მატჩი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “ნორჩეპინგში” და 1945, 1946, 1947, 1948, 1952, 1956, 1957 და 1960 წლებში ქვეყნის ჩემპიონი გახდა. გარდაიცვალა 2006 წლის 13 აპრილს.

1935 - ბობ ჯო მოროუ. ამერიკელი მძლეოსანი. სპრინტერულ დისტანციებზე 1956 წლის ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვს ოქროს სამი მედალი.

1939 - კარმელო ბოსი. იტალიელი მოკრივე. ქვესაშუალო წონით კატეგორიაში 1960 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.

1962 - სუზან დემატეი. ამერიკელი ველოსიპედისტი. 1996 წლის ოლიმპიადის პრიზიორი.

1963 - სტენლი მენზო. წარმოშობით სურინამელი გოლკიპერი. იცავდა ჰოლანდიის ნაკრების, ამსტერდამის “აიაქსისა” და პსვ-ის კარს. ჰოლანდიის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

1968 - დიდიე დეშამი. საფრანგეთის ნაკრების (1989-2000), “მარსელის” (1989-90, 1991-94), “ბორდოს” (1990-91), “იუვენტუსის” (1994-99), “ჩელსის” (1999-2000), “ვალენსიას” (2000-01) ნახევარმცველი. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი. ევროპის 2000 წლის ჩემპიონი. ევროპის 1992 და 1996 წლების ჩემპიონატების მონაწილე. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. იყო ნაკრების კაპიტანი. 1993 და 1996 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. 1996 წელს დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასსა და ევროპის სუპერთასს. საფრანგეთის ჩემპიონი (1991, 1992). იტალიის ჩემპიონი (1995, 1997, 1998). იტალიის სუპერთასისა (1995, 1997) და თასის მფლობელი (1995). 2000 წელს მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. საფრანგეთის, იტალიის, ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონატებში ჩაატარა 425 მატჩი, გაიტანა 17 გოლი. წვრთნიდა “მონაკოს”, “იუვენტუსს”, “მარსელს”. ამჟამად საფრანგეთის ნაკრების დამრიგებელია.

1969 - ვიტორ ბაია (ვიტორ მანუელ მარტინს ბაია). პორტუგალიის ნაკრების (1990-2002), “პორტუსა” (1988-96, 1998-2007) და “ბარსელონას” (1996-99) მეკარე. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ევროპის 1996 და 2000 წლების მონაწილე. პორტუგალიის ნაკრებში ჩაატარა 80 მატჩი. მოპოვებული აქვს სამივე ევროთასი – თასების თასი (1997), უეფას თასი (2003) და ჩემპიონთა ლიგის თასი (2004). პორტუგალიის ჩემპიონი (1990, 1992, 1993, 1995, 1996, 1999, 2003, 2004, 2006, 2007) და თასის მფლობელი (1991, 1994, 2000, 2003, 2004, 2006). 1998 წელს გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 1997 და 1998 წლებში ფლობდა ესპანეთის “სამეფო თასს”. პორტუგალიისა და ესპანეთის ჩემპიონატებში ჩაატარა 445 მატჩი.

1972 - ფრედ ჰოიბერგი. “მინესოტა თიმბერვულვზის” მსროლელი (196 სმ). ნიკოლოზ ცქიტიშვილის ყოფილი თანაგუნდელი.

1981 - ელენა დემენტიევა. რუსი ჩოგბურთელი. 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. ყველაზე წარმატებულად გამოდის აშშ-ის ღია პირველობაზე. დემენტიევა ამ ტურნირის 2004 წლის ფინალისტი და 2000 წლის ნახევარფინალისტია. რუსეთის ნაკრების რიგებში მოგებული აქვს ფედერაციის თასი. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი. 2000 წელს სიდნეიში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. კარიერის განმავლობაში მოგებული აქვს 14 867 487 დოლარი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.120713
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X