კალათბურთი

21:15 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას და ჯენინგის 50-ქულიანი გამარჯვება

ესპანურმა “ბასკონიამ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელები თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი იცავენ, მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.
ესპანური ACB ლიგის მე-4 ტურში ბასკური კლუბი “ფუენლაბრადას” ესტუმრა და 50 ქულის სხვაობით – 110:60 გაანადგურა.
საქართველოს ნაკრების წევრები თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვნენ, ჯამში 21 ქულა ჩააგდეს და საინტერესოა, რომ ზუსტად მხოლოდ სამქულიანები ესროლეს.
შენგელიამ მოედანზე 19:14 წუთი გაატარა და 9 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. თორნიკემ 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.
თავის მხრივ, ჯენინგმა 8-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, ორქულიანი კი ააცილა და 12 ქულას 1 პასი წაამატა. მეტმა 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მასზეც ერთხელ დაჯარიმდნენ.
“ბასკონიამ” ოთხ ტურში მე-3 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ “ბარსელონასა” და “რეალს” ჩამორჩება. ესპანური კალათბურთის უმთავრეს გრანდებს ასპროცენტიანი შედეგი აქვთ.
შენგელიას და ჯენინგის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო მატჩს 21 ოქტომბერს, შინ, “მურსიასთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122884