სხვა

18:12 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

RUSADA-თვის უფლებამოსილების აღდგენა გაკვეთილი უნდა იყოს

იუნესკოს სპორტში დოპინგთან ბრძოლის საერთაშორისო კონვენციის პასუხისმგებელი მდივნის მარსლენ დალის განცხადებით, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთვის (RUSADA) უფლებამოსილების აღდგენა გაკვეთილად უნდა გამოვიყენოთ.

"სპორტულ ოჯახში რუსეთის სრულფასოვნად დაბრუნება სპორტული საზოგადოებრიობისთვის სარგებლის მომტანი იქნება. საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი წევრი წნეხის ქვეშ ექცევა, ამის გამო არ უნდა გავაძლიეროთ კონფრონტაცია. უარყოფითიდან სარგებელი უნდა ვნახოთ, რათა მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ გვქონდეს", - განაცხადა მარსლენ დალიმ.

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) RUSADA-ს 2015 წელს ჩამორთმეული სტატუსი წლეულს სექტემბერში აღუდგინა.

www.geonoc.org.ge

0.111768