ფეხბურთი

13:42 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

სარი: „დღეს იტალიაში საუკეთესოები ინსინიე, ბერნარდესკი და კიეზა არიან“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი ჟურნალისტებს იტალიური ფეხბურთის შესახებ ესაუბრა და დღეისათვის სამი საუკეთესო ფეხბურთელი გამოყო: „ლორენცო ინსინიე გადაუჭარბებლად საუკეთესოა. მის კარიერაში შემობრუნება მაშინ მოხდა, როცა საკუთარი თავის ბო.ლომდე ირწმუნა. მინდორზე ყველაფერი შეუძლია, მაგრამ განვითარება უნდა განაგრძოს.

ლორენცოს შემდეგ ფედერიკო ბერნარდესკის გამოვარჩევდი, რომელიც მალე მსოფლიო დონის ფეხბურთელი გახდება. მის სეხნია კიეზას კი მესამე ადგილზე დავაყენებდი. ის ნამდვილი ტალანტია. გუნდური, დინამიური მოთამაშე. ყველა წინაპირობა აქვს იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.“ - განუცხადა „ნაპოლის“ ყოფილმა დამრიგებელმა Corriere dello Sport-ს.

შეგახსენებთ, რომ „სკუადრა აძურა“ დღეს უეფას ერთა ლიგის მატჩში, ხოჟუვში მასპინძელ პოლონეთს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11339