სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

11:52 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

დაუვიწყარი არგენტინელი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ის იყო სრულიად უცნაური ბიჭი, როგორსაც პატარა ქალაქ რეკონკისტაში ბევრს ვერ ნახავდით. უყვარდა ფეხბურთი, გემრიელად ჭამა და მამამისის ცხენების რემის დაფრთხობა, როდესაც მამა აივანზე არ იჯდა და გრძელი ყალიონით არ აბოლებდა იაფფასიან თამბაქოს. რეკონკისტა მთელს არგენტინაში ერთ -ერთი ყველაზე მიყრუებული პროვინციის - სანტა-ფეს კიდევ უფრო მეტად მიყრუებული ქალაქია, სადაც ესპანელები, იტალიელები და მრავალ ვაებას სასწაულით გადარჩენილი ინდიელები ერთად მოსახლეობენ და სადაც როგორც იძახიან, ჯერ კიდევ შეიძლება ნამდვილი, რბილი და ფაფუკი ნამდვილი არგენტინული სტეიკის დაგემოვნება.

გაბრიელ ომარ ბატისტუტას არაერთხელ უთქვამს, რომ ფეხბურთში მისი კერპი 1978 წლის ლეგენდარული ჩემპიონი, მარიო კემპესია, რომელმაც სრულიად არგენტინას დაანახა, რომ “ვერცხლისქვეყანაში“ არავისზე ნაკლებად იცოდნენ ბურთის მწვანე მინდორზე გორება და დიდი გამარჯვებებიც ხელეწიფებოდათ. თუმცა, საკუთარივ თამაშით, პატარა ბატისტუტა და შემდეგში, უკვე მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ თავდამსხმელად ჩამოყალიბებული გაბრიელ ომარი ყველაზე ნაკლებად სწორედ კემპესს გავდა.

მაღალი, ჯანიანი, მოედნის ყველა ადგილიდან ბურთის დამბრაგუნებელი ფერმერის ბიჭი დიდ ფეხბურთელობაზე არამხოლოდ ოცნებოდა, არამედ ვარჯიშით თავს არ ზოგავდა ეს ოცნება რეალობად რომ ექცია. შემდგომში, ბატისტუტას იტალიელი მწვრთნელი, ლეგენდარული ჯოვანი ტრაპატონი ამბობდა, რომ იშვიათად ენახა ფეხბურთელი, რომელიც ბატისტუტასავით თავდაუზოგავად ვარჯიშობდა და მამისგან გენეტიკურად გადაცემულ პრობლემას - ზედმეტ წონას ასე მუხლჩაუხრელად ანეიტრალებდა.

იყო დიდი პრობლემები და დარდები, რისი თავიდათავი ფინანსური გაჭირვება გახლდათ. გაბრიელის მამას ბანკმა მისი საყვარელი ფერმა გაუყიდა და როდესაც ბატისტუტა შეძლებული კაცი გახდა (რაც ცნობილ ფეხბურთელობას მუდამ თან ახლავს) მხოლოდ მაშინღა შეძლო ახალი მეპატრონესგან ფერმის გამოსყიდვა მის ღირებულებაზე სამჯერ ძვირად. გაბრიელის მამა ამ ფერმის დარდმა გადაიყოლა. დღეს რომ ბატისტუტას ძველი სახლი კვლავინდებურად დგას და ის პატარა ფერმაც ისევ ფუნქციონირებს - გაბრიელის ხასიათისა და წარსულისადმი ჯანსაღი დამოკიდებულებების დამსახურებაა. ბევრი ცნობილი ადამიანი მძიმე ბავშვობისა და წარსულის “დავიწყებას“ წარსულის უარყოფით და ბავშვობის ადგილების (პირველ რიგში კი მშობლიური სახლის) თავიდან მოშორებით ცდილობს. ბატისტუტას კი როგორც თავადაც არაერთხელ უთქვამს, საკუთარი ბავშვობა სწორედ ისეთი უყვარს როგორიც იყო. პრობლემებით სავსე, დარდიანი, მაგრამ მაინც ბავშვობა!

გაბრიელის პირველი საფეხბურთო კლუბი “ნიუელზ ოლდ ბოისი“, სადაც მან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა, ყველაზე მეტად გავს იმ კლუბს, სადაც კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი წლები იბურთავა. ცხადია საუბარია ფლორენციის “ფიორენტინაზე“. ეს კლუბები პირველყოვლისა იმით გვანან ერთმანეთს, რომ სხვა კლუბების ქომაგებს ეს გუნდები მაინცდამაინც არ სძულთ, ყველა აღიარებს მათ სტილს, წარსულს, ფეხბურთების გაზრდის ტრადიციებს, მაგრამ საქმე-საქმეზე როცა მიდგება, აღმოჩნდება, რომ გადამწყვეტ მომენტებში დიდი გუნდებისათვის ყველაზე ადვილი სწორედ ასეთი კლუბებისთვისაა ფეხბურთელების წართმევა და ყველა მეთოდის გამოყენება მათ დასასუსტებლად. კეთილი სიტყვები კი ამჯერადაც დიდი საფეხბურთო ბიზნესის ხმაში იკარგება და არაფრად მოსჩანს.

ნიუელსურ გუნდში ბატისტუტამ სულ ერთი წელი ითამაშა, თუმცა შემდეგ მთელი ცხოვება ამ გუნდს ახსენებდა, რადგან სწორედ იმ პატარა კლუბიდან დაიწყო მისი განუხრელი აღმასვლა ჯერ დიად “რივერ პლეიტში“, შემდეგ კიდევ უფრო ცნობილ და მრავლისმიმღწევ “ბოკა ხუნიორსში“ და ბოლოს ევროპაში, სადაც ჩვენ ყველამ ვნახეთ სწორედ ის ბატისტუტა, როგორიც ალბათ არასოდეს დაგვავიწყდება.

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა “ფიორენტინა“ ბობოლა გრანდებს ხვდებოდა, ყველამ იცოდა, რომ არგენტინელ შემტევს ისე არაფერი ახარებდა და ისე არაფერი ანიჭებდა სიამოვნებას, როგორც დიდი კლუბების მეკარეების დამწუხრება. ეს საქმე კი ჭეშმარიტად კარგად ეხერხებოდა. ბატისტუტა უბრალოდ მაგარი ფესბურთელი არასოდეს ყოფილა. ის დიდი კაცი იყო, ძალიან დიდი!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111103
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X