ავტოსპორტი

5:02 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

FIA-მ ფორმულა 1-ის 2019 წლის კალენდარი დაამტკიცა

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭომ, პარიზში გამართული სხდომის დროს, ფორმულა 1-ის 2019 წლის კალენდარი დაამტკიცა. კალენდართან ერთად, წესებში რამდენიმე სიახლეც შევიდა.

კალენდარი ზუსტად იმეორებს მის პირვანდელ ვარიანტს, რომელიც „ლიბერტი მედიამ“ აგვისტოში გამოაქვეყნა. მასში 21 რბოლა შევიდა. სეზონს ტრადიციულად ავსტრალიის დიდი პრიზი გახსნის (17 მარტს) და აბუ დაბის დიდი პრიზი დახურავს (1 დეკემბერი).

ფორმულა 1-ის 2019 წლის კალენდარი

17 მარტი - ავსტრალია (მელბურნ)

31 მარტი - ბაჰრეინი (სახირი)

14 აპრილი - ჩინთი (შანჰაი)

28 აპრილი - აზერბაიჯანი (ბაქო)

12 მაისი - ესპანეთი (ბარსელონა)

26 მაისი - მონაკო (მონაკო)

9 ივნისი - კანადა (მელბურნი)

23 ივნისი - საფრანგეთი (პოლ რიკარი)

30 ივნისი - ავსტრია ზალცბურგი)

14 ივლისი - ბრიტანეთი (სილვერსტოუნი)

28 ივლისი - გერმანია (ჰოკენჰაიმი)

4 აგვისტო - უნგრეთი (ბუდაპეშტი)

1 სექტემბერი - ბელგია (სპა)

8 სექტემბერი - იტალია (მონცა)

22 სექტემბერი - სინგაპური (სინგაპური)

29 სექტემბერი - რუსეთი (სოჭი)

13 ოქტომბერი - იაპონია (სუზუკა)

27 ოქტომბერი - მექსიკა (მეხიკო სიტი)

3 ნოემბერი - აშშ (ოსტინი)

17 ნოემბერი - ბრაზილი (სან პაულუ)

1 დეკემბერი - აბუ დაბი (აბუ დაბი)

ახალი წესები

ახალ წესებს შორისაა:

- ახალი პოზიცია სარკეებისთვის, რამაც პილოტის ხედვის არე უნდა გააფართოვოს;

- შეიცვლება კამერების პოზიცია, რომლებიც ჰალო-ს ზემოდან უკეთეს ხედვას უზრუნველყოფს;

- ჰალო-ს ექნება მოდიფიცირებული ფორმა, რისი მიზანიც, კოკპიტიდან პილოტის უფრო ადვილად ამოსვლაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117224