ავტოსპორტი

4:36 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მიკ შუმახერი ფორმულა 3-ის ჩემპიონია

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის შვილმა მიკ შუმახერმა, ფორმულა 3-ში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სეზონის ბოლო ეტაპზე, რომელსაც გერმანიის ჰოკენჰაიმრინგი მასპინძლობს, მეორე რბოლაში შუმახერმა მეორე ადგილი დაიკავა და მეტოქე დენ ტიკტუმისთვის მიუწვდომელი გახდა - დარჩენილ ერთ რბოლას არაფრის შეცვლა აღარ შეუძლია.

„სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რასაც ვგრძნობ. ოცნება ავისრულე და ბედნიერი ვარ. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც მოგვწონს და როცა კარგ შედეგებს აღწევ, ეს საუკეთესო გრძნობაა“, - ამბობს უმცროსი შუმახერი და ხაზს უსვამს, რომ მადლიერია თავის გუნდ „პრემ პაუერტიმის“ იმისთვის, რომ ყველა პირობა შეუქმნა რბოლებზე კონცენტრირებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ სიტუაციაში, როცა მედია ლეგენდარული მრბოლის შვილს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

სეზონის პირველი 14 რბოლის (30-დან) შემდეგ, შუმახერს მე-10 ადგილი ეკავა. პირველი გამარჯვება ბელგიის სპა ფრანკორშანზე მოიპოვა, სადაც შედგა მამამისის დებიუტი ფ1-ში (1991 წელს) და სადაც მიხაელმა ფ1-ის პირველი რბოლა მოიგო (1992 წელს). პირველ გამარჯვებას შვიდი მოჰყვა, რამაც მიკ შუმახერს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109529