ფეხბურთი

17:18 | 13.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსა" მესისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

კატალონიის „ბარსელონა“ ლიონელ მესისთან კონტრაქტის განახლებას გეგმავს. Mundo Deportivo-ს ცნობით, „ბლაუგრანა“ არგენტინელს ახალ ხელშეკრულებას 2021 ან 2022 წლამდე გაუფორმებს.

წყარო აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე თვეში დაიწყება, იქამდე კი „ბარსამ“ ფინანსური სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რომ ლიონელისთვის მიმზდველი წინადადება ჩამოაყალიბოს.

აქვე გეტყვით, რომ გასულ წელს მესიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე გააგრძელა.

0.118126