ფეხბურთი

15:57 | 13.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტიერი ანრი: "მონაკო" ჩემთვის განსაკუთრებული გუნდია"

ფრანგული „მონაკოს“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ტიერი ანრიმ პირველი კომენტარი გააკეთა. ფრანგმა მადლობა გადაუხადა გუნდის ხელმძღვანელებს ნდობისთვის და აღნიშნა, რომ „მონაკოს“ მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილია.

„მადლობა „მონაკოს“ ხელმძღვანელობას შესაძლებობის მოცემისთვის. ეს გუნდი ჩემთვის განსაკუთრებულია. ძალიან ბედნიერი ვარ აქ დაბრუნებით. ერთი სული მაქვს ფეხბურთელებს შევხვდე და ერთად მუშაობა დავიწყოთ“, - განაცხადა ანრიმ.

შეგახსენებთ, რომ ანრიმ „მონაკოსთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს 2021 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს.

0.099082