ფეხბურთი

1:16 | 13.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი "რეალის" კრიზისზე: "ეს გამოწვევაა"

მადრიდის „რეალის“ კრიზისი ტონი კროოსისთვის გამოწვევაა. როგორც გერმანელმა ფეხბურთელმა განაცხადა, მოცემული მდგომარეობით არ ღელავენ.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სიტუაციის შეცვლა შეგვიძლია. ასეთი მომენტები ყოველთვის ხდება და ამიტომ, შეშფოთებულნი არ ვართ. ეს კრიზისი ჩვენთვის გამოწვევაა“, - ციტირებს კროოსის სიტყვებს As-ი.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ლა ლიგაში რვა ტურის შემდეგ 14 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება. ჩემპიონთა ლიგაზე კი, ორი ტურში სამი ქულა აქვს და მოსკოვის ცსკა-სთან დამარცხდა.

0.110767