ფეხბურთი

21:40 | 12.10.2018 | ნანახია 2970 - ჯერ

ქამ-ბექი ფინეთში (+VIDEO)

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის (2019 წლის) მესამე შესარჩევ ჯგუფში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა. მართალია გია ცეცაძის გუნდს იტალიაში გასამართი პირველობის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი კარგა ხანია დაკარგული აქვს, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, როდესაც წაგებულ თამაშს აბრუნებ და თანაც სტუმრად.

ამასთან, ამ გამარჯვებით პატარა „ჯვაროსნებმა“ ჯგუფში საპატიო მესამე ადგილისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. ცეცაძის გუნდის მეტოქე სეინიაოკიში ფინეთის ნაკრები იყო. ამ ტურამდე ორივე გუნდს თანაბარი 9-9 ქულა ჰქონდათ და მესამე პოზიციისთვის ერთმანეთს ეცილებოდნენ.

უნდა ითქვას, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა დამსახურებულად მოიგეს. მართალია, ლუკა გუგეშაშვილმა 61-ე წუთზე პენალტი მოიგერია და ეს რომ ვერ გაეკეთებინა, დიდი ალბათობით, უქულოდ დავრჩებოდით, მაგრამ მაინც. ტაიმი ფინეთმა მოიგო ლაპალაინენის გოლით და როგორც უკვე ვთქვით თამაშის დაწყებიდან საათის თავზე გაორმაგებაც შეეძლო უპირატესობის, მაგრამ ყოჩაღად იმოქმედა ლუკამ. გორის „დილას“ კიპერმა თამაშის მიწურულს 1:1-ზეც მაგარი სეივი გამოაცხო. ამასობაში უსაქმოდ საქართველოს ნაკრებიც არ იყო შეტევაში და რამდნიმე სახიფათო მომენტი გააცუდა. ანგარიში კი 75-ე წუთზე გათანაბრდა. გიორგი კოხრეიძემ პენალტი მოინადირა, რომელიც ბექა მიქელთაძემ ზუსტად დაარტყა.

86-ე წუთზე კი, ცეცაძემ თამაშში ირაკლი ბუღრიძე ჩართო, რომელიც მატჩის გმირი გამოდგა. საერთოდაც, საჩხერის „ჩიხურას“ შემტევი ჩინებულ სეზონს ატარებს და ცოტა გასაკვირიც იყო, რომ მოედანზე 86-ე წუთამდე არ გამოჩნდა. თუმცა, მწირი დროც ეყო იმის დასამტკიცებლად, რომ მისი ნდობა შეიძლება. ირაკლი რამდენიმე წამის ჩართუი იყო შეხვედრაში გამარჯვების გოლი და თანაც ულამაზესი გოლი რომ შეაგდო. ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, მცველებს გასცდა და საკმაოდ მახვილი კუთხიდან ძლიერად და რაც მთავარია, მეკარისთვის აუღებლად დაარტყა - 1:2.

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა 2:1 მოიგო და 12 ქულა გაუხდა. ახლა წინ ბოლო ტურია, რომელშიც გია ცეცაძის გუნდი სტუმრად პოლონეთს დაუპირისპირდება (16 ოქტომბერს).

ფინეთი - საქართველო 1:2 (1:0) VIDEO

სეინიაიოკი, „სეინიაოკ არენა“

ფინეთი (4-1-3-2): კეტო; ნურმელა, ვაისანენი, იენსენი, ჰამალაინენი; დალსტრომი; სოისალო, ვერტაინენი (ალა-მულუმაკი 71), კაირინენი; ილატუპა (ნისილა 72), ლაპალაინენი (ნისკანენი 76)

მწვრთნელი: იუჰა მალინენი

საქართველო (3-4-1-2): გუგეშაშვილი; მარგველაშვილი, გიორგაძე, კობოური; შულაია, მამუჩაშვილი (სამურკასოვი 72), მაჭარაშვილი, (ბუღრიძე 86) გიორბელიძე; მიქელთაძე; კოხრეიძე, არველაძე (ქავთარაძე 59)

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გოლები: 1:0 ლაპალაინენი (19), 1:1 მიქელთაძე (75, პენ), 1:2 ბუღრიძე (87)

გაფრთხილება: ვერტაინენი (10), ჰამალაინენი (55), ალა-მულუმაკი (90) - მარგველაშვილი (67), გუგეშაშვილი (90), მიქელთაძე (90)

გამოუყენებელი პენალტი: ილატუპა (61, მეკარე)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 12 (8) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 5:3

მსაჯი: მილოვან მილაჩიჩი (მონტენეგრო)

Loading...

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:17 | 13.10.2018
levani82 (41419)

ეს ტრენერი ჩვენ არ გამოგვადგება

10:06 | 13.10.2018
sabonis (8738)

ამ ჯგუფიდან გასვლა თავისუფლად შეიძლებოდა, როგორ წააგო გეგუჩაძემ ფარერებთან დღესაც ვერ ვხვდები.

15:18 | 13.10.2018
levani82 (41419)

გაიგე გეგუჩა სანაკრებო ტრენერი არაა. მან ყოველდღე უნდა იმუშაოს, თანაც მის გუნდებს 1 ნაკლი აქვთ დაცვას ყურადღებას არ აქცევს

23:16 | 12.10.2018
dinamo222 (4570)

ეგ ბუღრიძე დავიჯერო კაჭარავას არ აჯობებს ? რატომ არ გამოიზახეს ეროვნულში @@

01:21 | 13.10.2018
Shevche (14309)

მაგრამ ბუღრიძე ცენტრალური თავდამსხმელი ხომ არაა?
და თუ ვინმე ნახევარმცველი უნდა დააყენონ მანდ, მაშინ გვყავს ისედაც მასეთი ნახევარმცველები.

22:12 | 12.10.2018
ogafa (8102)

ყოჩაღ გავიმარჯვეთ

22:01 | 12.10.2018
Shevche (14309)

აქაც დავწერ:
პასუხი იმათ, ვინც საქართველოს ჩემპიონატს არაფრად თვლის. ზუსტად ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები იყვნენ საუკეთესოები. კოხრეიძე, ბუღრიძე და შულაია(მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი, ჩემი აზრით, ძალიან უკლასო და უინტელექტო ვინმეა) ყველა ეს ფეხბურთელი მიახლოებულია მათი პოტენციალიდან გამომდინარე საუკეთესო ფორმასთან. განსხვავებით არველაძისგან, რომელმაც კორონას სკამი ამჯობინა საქართველოს ჩემპიონატს.

კონკრეტულად ბუღრიძეს შემთხვევაზე მინდა ვთქვა, რომ არის იმ პოზიციიის და ზუსტად იმ სტილის ფეხბურთელი, რაც არაბიძე. უბრალოდ, ალბათ, გაცილებით ნაკლები პოტენციალით. მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ის თამაშობს ერთ-ერთ ნაკრებში(თან შედეგიანად), არაბიძე კი არსად. მთელი ეს დრო არაბიძესაც რომ არ დაეკარგა და საქართველოს ჩემპიონატში მუდმივი პრაქტიკა ჰქონოდა, ახლა გაცილებით უკეთეს ფორმაში და დონეზე იქნებოდა. ალბათ, უკეთეს კლუბშიც.

მოკლედ, ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს ვურჩევდი, რომ პირველ რიგში საქართველოს ჩემპიონატში თამაშზე და აქ დაღვინებაზე იფიქრონ და "გალეგიონერების" დრო თავისით მოვა.

23:28 | 12.10.2018
რაჭა (9593)

სწორია ჯერ აქ უნდა გაიზარდნონ...ბევრი ასპექტია, ნაადრევად წასული ბავშვები მენტალურად და ფსიქოლოგიურად მზად არ არიან ლეგინერობისთვის.

01:24 | 13.10.2018
Shevche (14309)

ეგრეა.
კიტეიშვილის, ჩაკვეტაძეს, ქვილითაიას ტრანსფერები იყო დროული და სწორი. იმიტომაც ეტყობა ეს მათ თამაშს, კარიერას.

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.080803