ფეხბურთი

22:09 | 12.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრ ჩეფერინი: "იტალიური სტადიონები უბრალოდ სირცხვილია"

უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგია. როგორც სლოვენიელმა განაცხადა ეს ქმედება ფეხბურთს მხოლოდ და მხოლოდ ავნებს.

გარდა ამისა, ჩეფერინიმ იტალიელებს ინფრასტრუტურა დაუწუნა:

„სუპერლიგის შექმნა? - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროპულ ფეხბურთში სუსტი ქვეყნის გუნდებმაც მიიღონ მონაწილეობა, ამიტომ, სუპერლიგის წინააღმდეგი ვარ. ეს ნაბიჯი ფეხბურთს დააზიანებს.

ჩემპიონთა ლიგა ფერარია, მაგრამ კარგად თუ არ მართავ, დაგაზიანებს.

ინფრასტრუქტურა იტალიაში? - ასეთი მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის მსგავსი სტადიონები სირცხვილია. თანაც, წარმატებული შედეგების არქონა ნაკლებად უკავშირდება სტადიონების საკითხს“, - აღნიშნა ჩეფერინიმ.

Loading...
სტატისტიკა
0.231736