ჭიდაობა

19:10 | 12.10.2018 | ნანახია 281 - ჯერ

თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ქართული ათეული ცნობილია (+VIDEO)

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა. 20-28 ოქტომბერს ბუდაპეშტში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ხალიჩები 20-23 ოქტომბერს დაეთმობათ, ხოლო ბერძენ-რომაელებს – 25-28 ოქტომბერს.

სეზონის უმთავრესი შეჯიბრებისთვის ორივე ნაკრები დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ემზადება. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდის თავკაცი მსოფლიოს ათეულს 17 ოქტომბერს დაასახელებს. იანტბელიძის განაცხადი კი ასეთია:
57 კგ - ოთარ გოგავა
61 კგ - ბექა ლომთაძე
65 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი
74 კგ - ავთანდილ კენჭაძე
79 კგ - დავით ხუციშვილი
86 კგ - სანდრო ამინაშვილი
92 კგ - დავით მარსაგიშვილი
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ - გენო პეტრიაშვილი
თავისუფალი სტილით მოჭიდავეები უნგრეთში 17 ოქტომბერს გაემგზავრებიან. ხალიჩაზე 20 ოქტომბერს გავლენ და 21-23 ოქტომბერს ათივე წონით კატეგორიაში გამოავლენენ ჩემპიონ-პრიზიორებს.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბუდაპეშტში 23-ში ჩავა. მსოფლიოს კონკურენციაში 25 ოქტომბრიდან ჩაებმება. საპრიზო სამეულები კი 26-28 ოქტომბერს შეივსება.
ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე სულ 5 მედალი მოიპოვეს. თავისუფალ ჭიდაობაში ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა და გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა გუნდმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე 2017 წლის მსოფლიოს პირველობაზე 2 ბრინჯაო იყო - რობერტ ქობლიაშვილის (85 კგ) და რევაზ ნადარეიშვილის (98 კგ).

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.544366