ფეხბურთი

14:45 | 12.10.2018 | ნანახია 600 - ჯერ

"დორტმუნდი" პაკოს გამოისყიდის

დორტმუნდის „ბორუსიამ“ პაკო ალკასერის გამოსწყიდვა გადაწყვიტა. გერმანული მედიის ცნობით, „ყვითლების“ შეფებმა 25 წლის ესპანელთან შეხვედრა გამართეს და პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანახმეს.

შედეგად, პაკო „დორტმუნდს“ ბედს 2023 წლამდე დაუკავშირებს და სეზონში ანაზღაურების სახით 8 მილიონ ევროს მიიღებს. ამრიგად, გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება მარკო როისისა (11 მილიონი) და მარიო გიოტცეს (10 მილიონი) შემდეგ.

ამჟამად პაკოს სატრანსფერო უფლებები „ბარსელონას“ ეკუთვნის, თუმცა „დორტმუნდს“ მისი გამოსყიდვა 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია.

პაკო ალკასერმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და ბუნდესლიგაში მოედანზე გატარებულ 81 წუთში 6 გოლი გაიტანა.

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სტატისტიკა
0.177167