ფეხბურთი

15:07 | 12.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მალკომი "ბარსელონაში" უკმაყოფილოა

მალკომი იმედგაცრუებულია. როგორც ბრაზილიელი შემტევის აგენტი ამბობს, მისი კლიენტი „ბარსელონაში“ თავს ბედნიერად არ გრძნობს და ეს სათამაშო პრაქტიკის არქონითაა გამოწვეული.

„ყველა ფეხბურთელს, რომელიც ახალ გუნდში გადადის, დრო სჭირდება ადაპტაციისთვის. მაგრამ იმისთვის, რომ ადაპტირება მოახდინოს, საჭიროა გარკვეული სათამაშო დროის მიღება, რათა დაამტკიცოს ღირსია თუ არა ითამაშოს გუნდში. მიუხედავად იმისა, რომ მალკომს არ მოსწონს არსებული ვითარება, ორიენტირებულია სამუშაოზე და ძალიან მოტივირებულია“, - განაცხადა აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელის ტრანსფერმა ზაფხულში დიდი ხმაური გამოიწვია. მალკომი „რომას“ შეუთანხმდა და იტალიაში გასაფრენად მზად იყო, როდესაც ბოლო მომენტში ტრანსფერი სწორედ „ბარსას“ დაინტერესების გამო ჩაშალა. შედეგად, რომის ნაცვლად ბარსელონაში გაფრინდა.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ოდენ ორი მატჩი ჩაატარა და ჯამში 25 წუთი გაატარა მინდორზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107657