ჩოგბურთი

13:38 | 12.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზვერევი წლის შემაჯამებელ ტურნირზე ითამაშებს

მსოფლიო რეიტინგი მე-5 ნომერმა გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ზვერევმა შანხაის მასტერსის 1/4-ფინალში კაილ ედმუნდი 6:4, 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

წლის შემაჯამებელ ტურნირზე ასპარეზობის უფლება ზვერევამდე, რაფალ ნადალმა, როჯერ ფედერერმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ხუან მარტინ დელ პოტრომ მოიპოვეს.

ზვერევმა აღნიშნულ ტურნირზე ასპარეზობის უფლება მეორეჯერ მოიპოვა.

წლის შემაჯამებელი ტურნირი 11-18 ნოემბერს ლონდონში გაიმართება.

Loading...
0.125141