ფეხბურთი

9:02 | 12.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი და კვარაცხელია Guardian-ის რჩეულთა შორის

ინგლისური The Guardian-ის სპორტული ანალიტიკოსები 2014 წლიდან ცდილობენ იმედისმომცემ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე დაკვირვებას და მათ წარდგენას ფართო საზოგადოებისთვის. ბევრმა მათგანმა მიზეზთა გამო ვერ ითამაშა დიდი ფეხბურთი. ზოგს ტრავმამ შეუშალა ხელი, ზოგსაც ხასიათმა. თუმცა სიაში ისეთებიც იყვნენ, დღეს რომ უკვე ვარსკვლავებად ითვლებიან. მაგალითად, მარკუს რაშფორდი, უსმან დემბელე, ჯანლუიჯი დონარუმა.

წლევანდელი „მომავალი თაობის“ (Next Generation 2018) ნომინანტთა შორის ორი ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა: ლოკომოტიველი ზურიკო დავითაშვილი და რუსთაველი ხვიჩა კვარაცხელია. სულ კი, 2001 წელს დაბადებული 60 ახალგაზრდა მოთამაშე წარადგინეს.

დავითაშვილზე: „დავითაშვილმა ეს მაკედონიაში გააკეთა, 17 წლამდელთა ევრო 2018-ის შესარჩევ ეტაპზე. ექვს მატჩში შვიდი გოლი გაიტანა. ის შემტევი ნახევარმცველია, რომელიც ხშირად 10 ნომრის პოზიციაზეც თამაშობს. ტექნიკურია, ყოველთვის უყვარს მცველების შეწუხება. შორიდანაც ხშირად ურტყამს. ჭკვიანური პასებიც ეხერხება. 17 წლისა უკვე ლოკომოტივის ძირითადი გუნდის ლიდერია. რუსული კლუბებიც დააინტერესა, თუმცა ლოკომოტივში ცდილობს დახვეწას და თავის გამოჩენას.“

კვარაცხელიაზე: „ქართველებს ყოველთვის ჰყავდათ უმაღლესი დონის თავდამსხმელები. კვარაცხელია კი იმედოვნებს, რომ წლების მანძილზე მათი საქმის ღირსეული გამგრძელებელი იქნება. ძალიან ტექნიკურია, ისევე, როგორც ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების უმეტესობა. თუმცა გამორჩეული თვისებებიც აქვს. თბილისის „დინამოს“ აკადემიის გაზრდილია. ფიზიკურად ძლიერია, მშვენიერი აჩქარება გააჩნია და ყოველთვის გამოუცნობია. ორივე ფეხს თანაბრად ხმარობს.

მას ვერ შევადარებთ წარსულის ქართველ ვარსკვლავებს, თუმცა სხვა ახალგაზრდებს თუ გავიხსენებთ, ის შგვიძლია იულიან დრაქსლერს, იულიან ბრანდტს ან ლეროი სანეს შევადაროთ. კვარაცხელიამ, რომელსაც ფეხბურთში დებიუტი 16 წლისას ჰქონდა, 17 წლამდელთა ნაკრებში ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი გოლი გაიტანა და მიუნხენის „ბაიერნი.“ მოსკოვის „ლოკომოტივი“ და იტალიური სერია A-ს კლუბები დააინტერესა.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113709